მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა და კულტურისა და განათლების ფონდის მიერ კინოფესტივალი „თაობა“ წელს მეორედ ჩატარდება და ხუთ საფესტივალო დღეს მოიცავს, 11-დან 15 აპრილის ჩათვლით.
ფესტივალის მოდელი მორგებულია საუკეთესო უცხოურ გამოცდილებაზე, რაც კინოხელოვნების საშუალებით ახალგაზრდების კომუნიკაციის, კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების დონის განვითარებას,მასტერკლასების და ლექციების საშუალებით ნიჭიერი ახალგაზრდების აღმოჩენას და მათ უცხოურ კინოფესტივალებში მონაწილეობის ხელშეწყობას გულისხმობს. კინოფესტივალის პროგრამა გარდა კინოჩვენებებისა ითვალისწინებს დისკუსიებს, რეჟისორებსა და მსახიობებთან შეხვედრებს, ვორკშოფებსა და დამატებით აქტივობებს.
სტუმარი: ლევან დვალი – ფესტივალის გენერალური დირექტორი.