ყოველი წლის ოქტომბრის პირველი ორშაბათი საცხოვრებელ გარემოს ეძღვნება. ეს დღე ჩვენს უფლებებსა და პასუხისმგებლობებს შეგვახსენებს – მოვუფრთხილდეთ ჩვენს საცხოვრებელ გარემოს. გაიცანით ხობის საკვირაო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც საკუთარი ქალაქის მოვლა ცხოვრების წესად აქციეს.
რესპონდენტები: ლევან ჯობავა – ხობის საკვირაო სკოლის იდეის ავტორი და მასწავლებელი; ცოტნე გელანტია, ნიკოლოზ კორტავა, ბაბე ლომაია, ანა ქებურია, მარიამ გაგუა, მარიამ გაბრავა – ხობის საკვირაო სკოლის მოსწავლეები.
ავტორი: ელენე ტუშური.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: