პიკის საათი - საბავშვო ლექსები და ვიქტორინა-გამოცანები ტაქსის მძღოლისგან
პიკის საათი - საბავშვო ლექსები და ვიქტორინა-გამოცანები ტაქსის მძღოლისგან

61 წლის ჭაღარათმიანი ტაქსის მძღოლი თამაზ გველესიანი, უსაფრთხო მომსახურეობის პარალელურად, ორიგინალური ხერხებით ცდილობს მგზავრებთან კომუნიკაციას და მათი კეთილგანწყობის მოპოვებას.

ცოტა ხნის წინ, საბავშვო ლექსების კრებული ვიქტორინა-გამოცანები გამოსცა და მას შემდეგ 80-მდე გამოცანას მოუყარა თავი.

მგზავრებისთვის გასაზიარებელი  ლექსები სწორედ გზად, გამოძახებიდან – გამოძახებამდე იქმნება.

რესპონდენტი: თამაზ გველესიანი – წიგნის ავტორი; ტაქსის მძღოლი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: