პიკის საათი - „საბავშვო ევროვიზიის“ კომენტატორები
პიკის საათი - „საბავშვო ევროვიზიის“ კომენტატორები

2019 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირდაპირ ტრანსლაციას საქართველოში ჟურნალისტი დემეტრე ერგემლიძე და 2018 წლის საბავშვო ევროვიზიის ქართველი კონკურსანტი თამარ ედილაშვილი უძღვებოდნენ.

დემეტრე ერგემლიძე პირველი არხის გადაცემა „ფერმის“ წამყვანია. ევროვიზიის საპროდიუსერო ჯგუფთან კი რამდენიმე წელია, თანამშრომლობს.

თამარ ედილაშვილმა ​2018 წელს საბავშვო ევროვიზიისთვის შესარჩევ მუსიკალურ კონკურს რანინაში გაიმარჯვა და საქართველო საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგინა, სიმღერით – „შენი ხმა“.

სატელეფონო ჩართვა: დემეტრე ერგემლიძე – ჟურნალისტი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: