პიკის საათი - საახალწლო ფიქრები
პიკის საათი - საახალწლო ფიქრები
  • „ადამიანი არასოდეს არ არის კმაყოფილი თავის წარსულის და აწინდელი ცხოვრებისა და ამ თავის ცხოვრების გაუმჯობესობას, ყველა თავის სურვილთა და წადილთა სისრულეში მოყვანას შემდეგში, ახალი წელიწადის განმავლობაში მოელის“აკაკი წერეთელი.
  • „ამ ახალწლის დამდეგს ეს ფიქრი მოდის ძალაუნებურად, რომ ყველამ მოინანიოს წარსულის წლის შეცოდებანი და ახალს წელს მივეგებნეთ ახალის ძალით, მხნეობით, გულწრფელად და ჩავჭიდოთ ღრმად გულში ეს მცნება: საცა ვცხოვრობთ, და რომელ ქვეყნის შვილებიცა ვართ, რომელი ქვეყნის პურით, ღვინით, წყლით და ჰაერით ვსაზრდოობთ, იმას ვარგოთ რამ, ვაკეთოთ იმის სასარგებლოდ ჩვენის ძალ-ღონის დაგვარად რაც-კი შეგვიძლიან“ვაჟა-ფშაველა.
  • „ერთმანეთს ერთმანეთით გული გავუგულადოთ და ამისთვის ღონე ღონეს გადავაბათ, მხარი მხარს მივცეთ, ერთმანეთის სიყვარული ვამოციქულოთ და ამ წინდებულს ახალს წელიწადს იმას ვაქმნევინებთ, რაც ჩვენ გვინდა და არა იმას, რაც მასა ჰსურს“ილია ჭავჭავაძე.
  • „საახლწლოდ ერთი ნატვრა ჩავიფიქრე – რამდენიმე წელია ჩემს ქუჩას აღარ რთავენ, ვიღას აქვს განათებების დარდი, მე კი მინდა ისეთი წელი დაგვიდგეს, მხოლოდ ამის დარდი გვქონდეს და სხვა არაფრისა, არაფრისა იქიდან, რაც ახლა გვიჭირს და გვედარდება“ნანა აბულაძე.
  •  „იმდენი ძვირფასი ადამიანი შეიწირა ამ ვირუსმა, თუნდაც ამ წელიწადში იმხელა სიცარიელე გაჩნდა ჩვენ გარშემო, რომ სულ უფრო და უფრო მეტად მეფიქრება – მაქვს კი სიხარულის უფლება? გვაქვს, გვაქვს ეს უფლება! მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ მაინც სიხარულის მეკვლეები უნდა ვიყოთ ერთმანეთისთვის. სახარება ჰქვია ჩვენი სულის წიგნს – სიცოცხლის ხარების ამბავი წერია ამ წიგნში, სიხარულის უფლება კი ჩვენი თავისუფლების ნაწილია!..“ნინო სადღობელაშვილი.
  •  „სიბერეზედ ძნელ სენივ ჯერ არ მოგონებულაო… რაკი უკვე ნელ-ნელა ადამინი შებრუნდები რაღაცა საზღვრით ასაკისკენ, მიდიხარ სიბერისკენ და ამას მეტად გრძნობ გამოლეულ ძალაში, ტკბილად დაბერებას ესწრაფვი – ჯერ ქვეყანა გინდა გყავდეს მშვიდი და ბედნიერი და მერე შთამომავლობა უვნებლად და უხიფათოდ დასატოვებელი“ეთერ თათარაიძე.

ავტორი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: