26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის (GISP) ინიციატივითა და ორგანიზებით, საზოგადოების ინფორმირებისა და მასში ჩართულობის მიზნით, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში, კამპანია „რუსული ოკუპაცია 1921 წლიდან დღემდე“ – ფოტოგამოფენის სახით გაიმართა. ღონისძიებაზე, წარმოდგენილი იყო 10 საუკეთესო ფოტოპოსტერი, რომელიც ოკუპაციისადმი მიძღვნილი კონკურსის ფარგლებში, ორგანიზაციამ ელექტრონული ფოსტით, სხვადასხვა ქალაქებიდან, მხატვარდიზაინერების მიერ გამოგზავნილი, 130-ზე მეტი ნამუშევრიდან შეარჩია.
4 ივლისს, 12:00 საათიდან 19:00 საათამდე, თბილისის დედაენის პარკში, გაიმართება პირველი გამოფენა. სადაც წარმოდგენილი იქნება 20 ნამუშევარი. ღონიძიებას კოსტუმირებული მსახიობი უმასპინძლებს, რომელიც საზოგადოებას, გამოფენის დასათვალიერებლად მიიწვევს და მათ ინდივიდუალური ემოციის, სლოგანების სახით დაწერას, „შთაბეჭდილების ბანერზე“ შესთავაზებს.
სტუმარი: დავით ბრაგვაძე – უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტისტუტის დირექტორი
წამყვანი: ნიკა ლობილაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: