37-იანი წლების მძიმე პერიოდზე, რეპრესირებული ოჯახის ტრაგედიაზე, მტრად შერაცხული კაცის და მისი მეუღლის ამბავზე, წამებაზე და ათას სისასტიკეზე მოგვითხრობს – ენჯე გიზატოვას პიესა „მიმძიმს ამაზე საუბარი“.
პიესა რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა სოსო ნემსაძემ დრამატურგიის ფესტივალზე აღმოაჩინა და მისი ინიციატივით ქართულად ითარგმნა.
რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე ჰენრიკ იბსენის „ჰედა გაბლერს“ რეჟისორი თათია პოპიაშვილი დგამს.
„ჰედა გაბლერი“ ჰენრიკ იბსენის შემოქმედების გვიანი პერიოდის ამბივალენტური დრამაა, რომელიც ყველაზე ბევრჯერ დაიდგა სცენაზე.
რესპონდენტები: სოსო ნემსაძე – რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, თეონა ხვედელიძე – რუსთავის თეატრის ხელმძღვანელი, თათია პოპიაშვილი – რეჟისორი, მალხაზ ქვრივიშვილი – რუსთაველის თეატრის მსახიობი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: