ზუსტად 10 წლისწინ, 2012 წლის 24 იანვარს, გადაცემა „ხაზის რადიოს“ სტუმრობდნენ მომღერალი როსტომ საგინაშვილი და ქართველი საგუნდო დირიჟორის ანზორ კავსაძის ქალიშვილი თინათინ კავსაძე. გადაცემას ლალი სეთურიძე და ეკა ტალახაძე უძღვებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ კოსმოსში გაშვებული „ჩაკრულო“ სწორედ როსტომ საგინაშვილისა და ილია ზაქაიძის მიერაა შესრულებული. ჩანაწერში „ჩაკრულოს“ სწორედ ამ კონკრეტული შესრულების ისტორიიდან გადაცემის ყველაზე საინტერესო ფრაგმენტებია ამოკრებილი.
ავტორი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: