„სიცოცხლით სავსე ქალაქის“ შემდეგ, თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, წლევანდელი საახალწლო სლოგანი იქნება „სიყვარულით სავსე ქალაქი“. 2019 წელი მერმა სიყვარულის წლად გამოაცხადა. ეკა ხითარიშვილის მიერ მომზადებულ სიუჟეტში მოისმენთ სხვადასხვა პროფესიის ადამიანების სურვილებს თუ როგორ წარმოუდგენიათ სიყვარულით სავსე ქალაქი.
რესპონდენტები: მამუკა გონგაძე – მხატვარი, გერბის ავტორი. თემურ ჩალაბაშვილი – პოეტი, თინათინ კობალაძე – მსახიობი, ოთარ ტატიშვილი – კომპიზიტორი, ლევან ბუჯაშვილი – მოქანდაკე.