„ადამიანი ისე უნდა იქცეოდეს, როგორც მას მისი არსება კარნახობს და არავითარ შემთხვევაში არჩევანს არ უნდა აკეთებდეს კონიუქტურიდან გამომდინარე. როგორც კი ერთხელ ამ გზაზე შეცდომას დაუშვებ, შემდგომში უკვე შეცდომას შეცდომა მოჰყვება!“ – ამბობს ადამიანი, რომელიც ბევრისთვის იქცა მასწავლებლად და მაგალითად!
- ილია ვეკუას ბიძგით იტალიიდან დაწყებული ამბავი; თავისუფლების ჰაერით გაჟღენთილი ექვსი თვე ოცნების ქვეყანაში და დღეს უკვე ემერიტუსი პროფესორის გადმოსახედიდან შეფასებული განვლილი გზა!
- 1978 წლის 14 აპრილი, 1991-92 წლების სამოქალაქო ომი თბილისში და 2006 წლის ,,წმენდა“ უნივერსიტეტში – სამი რთული თარიღი დიდი მეცნიერის ცხოვრებაში!
- ყველაზე დიდი დამსახურება – პირველი სასწავლო-სამეცნიერო სუბიექტის, კერძოდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის გახსნა!
რესპონდენტი: რისმაგ გორდეზიანი – ფილოლოგი, აკადემიკოსი, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ემერიტუს პროფესორი და თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დამაარსებელი.
ავტორი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: