მთარგმნელი ნანა დევიძე ძირითადად ლიეტუვურ ლიტერატურას თარგმნის, თუმცა, უცხოელ კოლეგებთან ინტენსიური ურთიერთობისას ახალი შემოქმედებითი იმპულსებიც ჩნდება.
ასე დაიბადა ქართული თარგმანი ხორვატიელი საბავშვო მწერლის სილვია შესტოს ნაწარმოებისა „მომეცი ცისფერი დათვი“, რომელიც ნანა დევიძემ ხორვატიელი მირიანა ბრაჩკოს შეთავაზებით თარგმნა. ეს არის წიგნი ყველაზე პატარებისთვის, მაგრამ, ალბათ, უფრო უფროსებისათვის, რადგან მასში აღწერილია, თუ ზოგჯერ როგორ დაუნდობლად ვექცევით ჩვენს პატარებს.
რაც შეეხება ლიეტუველი რომუალდას გრანაუსკას ის წიგნს „წმინდანთა ცხოვრება და სხვა მოთხრობები“, ეს არ არის ჰაგიოგრაფიული ნაწარმოები. წიგნი მოგვითხრობს ქვეყნის სიყვარულით გულანთებულ ადამიანებზე, რომლებიც ამავე სიყვარულს მოწამეობრივად ეწირებიან.
ლაურა სინტია ჩერნიაუსკაიტეს რომანის „სულჩადგმული მარმარილოს“ თარგმნა კი, თხრობის იმპრესიონისტული სტილის თვალსაზრისით, ნანა დევიძისთვის არც თუ მარტივი დავალება აღმოჩნდა. ეს ნაწარმოები ავტორის მიერ საკუთარი თავის ძიების პროცესს ასახავს.
სტუმარი: ნანა დევიძე – მთარგმნელი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
