ჯგუფური გამოფენა „რარიტეტები: „ვინ ვინ არის?“ ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის საფონდო და მუდმივი საგამოფენო დარბაზებიდან შერჩეულ ნამუშევრებს აერთიანებს.
არსებული გამოფენა ერთგვარი ვიზუალური კვლევაა და ხელოვნებასთან კომუნიკაციის გამორჩეული ფორმა. მოულოდნელობა და ახალი აღმოჩენები გამიზნული ხერხია. გამოფენის სათაურში დასმული კითხვა გულისხმობს გამოცნობის ერთგვარ პრინციპს, რაც გულისხმობს მხატვართა ამოცნობას არსებულ ექსპოზიციაში. ცნობილ მხატვართა შერჩეული ნამუშევრები პრინციპულად ემიჯნება მათ ჩვეულ ხელწერას, რომლითაც ჩვენ, თვალის ერთი შევლებით, ვცნობთ ხოლმე მათ. ესენი არიან: ედმონდ კალანდაძე, ჯიბსონ ხუნდაძე, ანა შალიკაშვილი, თემო ჯაფარიძე, ესმა ონიანი, ირაკლი ფარჯიანი, ლევან ცუცქირიძე, ოთარ ჩხარტიშვილი, დიმა ერისთავი, გივი ვაშაკიძე, კოკი მახარაძე და გოგი ჩაგელიშვილი.
სატელეფონო ჩართვა: ნინია ახვლედიანი – საქართველოს სახვითი ხელოვნების მუზეუმის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: