პიკის საათი - რა არის Feedc Edu?  - ახალი ქართული პლატფორმა ონლაინსწავლებისათვის
პიკის საათი - რა არის Feedc Edu?  - ახალი ქართული პლატფორმა ონლაინსწავლებისათვის

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო სკოლებს ონლაინ სწავლებისთვის პირველ ქართულ ალტერნატიულ პლატფორმას – „Feedc Edu“-ს სთავაზობს.  პლატფორმა სრულიად უფასოა, სრულყოფილად მუშაობს ნებისმიერ სმარტფონზე და არ სჭირდება მაღალი სიჩქარის ინტერნეტი.  მასზე შესაძლებელია დავალებების გაზიარება, ფაილების ატვირთვა/ჩამოტვირთვა და ჯგუფური მეცადინეობის წარმართვა. მისი გამოყენება მარტივია, როგორც მასწავლებლისთვის, ასევე მოსწავლისა და მშობლისთვის. მარტივია რეგისტრაციის გავლა.

სტუმრები სატელეფონო ჩართვით:  ნიკა ჭიაურელი  – CBS ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი, ნიკოლოზ კვარაცხელია – კომბანია “Feedc Edu”-ის დამფუძნებელი; პირველი ქართული ონლაინსწავლების პროგრამის ავტორი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: