ღვინის ეროვნული სააგენტოსა და საქპატენტის ხელშეწყობითა და მხარდაჭერით გამოიცა თეიმურაზ და ზურაბ ღლონტების წიგნი – „ქვევრი და კახური ღვინო“
წიგნში წარმოდგენილია ქვევრისა და ქვევრის ღვინის ჩამოყალიბება-განვითარების მოკლე ისტორიული ექსკურსი უძველესი დროიდან დღემდე. მონოგრაფიული ნაშრომი პირველი ცდაა ამგვარი ხასიათის წიგნის გამოცემისა და განკუთვნილია როგორც მეღვინეობის დარგში მომუშავე სპეციალისტების და სტუდენტებისათვის ისე ღვინის დაყენების საქმით დაინტერესებული პირებისათვისაც. წიგნი შედგენილია ქართულ და ინგლისურ ენებზე და ილუსტრირებულია ცხრილებითა და დიაგრამებით.
სტუმარები: თეიმურაზ ღლონტი – ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. ჟურნალ „ვაზი და ღვინოს“ რედაქტორი. ალავერდის ტაძრის მარნის მთავარი კონსულტანტი, ზურაბ ღლონტი – მეღვინე.