ბავარიის ტელევიზია გერმანიაში მცხოვრებ ქართველ პიანისტებს ანი და ნია სულხანიშვილებს სატელევიზიო ფილმში იღებს. „ცხოველების კარნავალი“ ასე ჰქვია პროექტს, რომელიც ბავშვებისთვისაა განკუთვნილი და მას ბავარიის რადიოს ორკესტრისა და ქაღალდის თეატრის მონაწილეობით იღებენ. თავდაპირველად პროექტი დამოუკიდებელ კონცერტად იყო ჩაფიქრებული, რომელიც ცირკის არენაზე უნდა შემდგარიყო. თუმცა, პანდემიის გამო პროექტმა საკონცერტო დარბაზში გადაღებული ფილმის სახე მიიღო. ფილმის პრემიერა გერმანიის ერთ-ერთი წამყვანი სატელევიზიო არხის, ARD-ს, ეთერში შედგება.
შეგახსენებთ, რომ COVID19-ის გამო ანი და ნია სულხანიშვილების საკონცერტო პროგრამა საგრძნობლად შეიცვალა. მათი უახლოესი ონლაინკონცერტი სექტემბერში შედგება.
აგვისტოში მუსიკოსები საქართველოში ჩამოვლენ.
რესპონდენტები: ანი და ნია სულხანიშვილები.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: