პიკის საათი - ქართული მუსიკის ფესტივალი „მუსკივრი“
პიკის საათი - ქართული მუსიკის ფესტივალი „მუსკივრი“

14, 15 და 16 სექტემბერს, 20 საათზე, არტოს ბაღში ქართული მუსიკის ფესტივალი მუსკივრი ჩატარდება. ფესტივალი 2020 წელს დაფუძნდა და მისი მიზანი ქართული მუსიკის პოპულარიზაციაა. წელს მსმენელი უკვე ცნობილ და საყვარელ სიმღერებს მოისმენს. ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მომავალი წლიდან აუდიტორიას თანამედროვე ქართულ მუსიკას შესთავაზებენ.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: