პიკის საათი - ქართული ფოლკლორი თემურ ქევხიშვილისა და ნუგზარ კურცხალიას გარეშე
ორი ხმა, ორი გამორჩეული შემოქმედი, ორი მაესტრო – საქართველო თემურ ქევხიშვილსა და ნუგზარ კურცხალიას ემშვიდობება.
– „ძნელია ქართულმა სახელოვნებო სივრცემ თემურ ქევხიშვილის დანაკლისი აინაზღაუროს“ – დავით ცინცაძე.
– „სიმღერის მსახურება ძალიან დიდი ტვირთია. სიმღერა ღმერთების ენაზე საუბარია. მომღერალი ღვთის მსახურია და ამ ქვეყნიდან იმ ქვეყნად პირდაპირ უფალთან მიდის“ – ნუგზარ კურცხალია.
ჩანაწერში გამოყენებულია:
„პატარა გოგო დამეკარგა“ – ანსამბლი „გორდელა“ სოლისტი თემურ ქევხიშვილი.
„ჩაკრულო“ – საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლი; სოლისტები ნუგზარ კურცხალია და ილია ზაქაიძე.
სტუმარი: დავით ცინცაძე – მომღერალი; ლოტბარი; ანსამბლ „შავნაბადას“ ხელმძღვანელი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: