პიკის საათი - „ქართული ფეხბურთის ტრიო“ მილანში, სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია
ქართველი რეჟისორის, გოგი თორაძის დოკუმენტური ფილმი – „ქართული ფეხბურთის ტრიო“ მილანში, სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი და ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. ოცდაოთხწუთიანი დოკუმენტური ფილმი ძმები არველაძეების საფეხბურთო კარიერას ეძღვნება. ფილმი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მხარდაჭერით მომზადდა.
2013 წელს გოგი თორაძის ფილმი ქართული ფეხბურთის ისტორიაზე – „ჩვენი ფეხბურთი“ ასევე მილანის საერთაშორისო კინოფესტივალის ლაურეატი გახდა, ხოლო ფილმმა „ქართული კალათბურთი“ იტალიაში გამართულ დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე მთავარი პრიზი მიიღო.
სატელეფონო ჩართვა: გოგი თორაძე – რეჟისორი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: