მაშინ, როდესაც მსოფლიო პანდემიის გამო, სასწავლო პროცესის შეფერხებამ მოზარდთა განათლების უწყვეტობა ეჭვქვეშ დააყენა, საქართველოს პირველი არხის ეთერში გაჩნდა ახალი არხი და ახალი პროექტი. „ტელესკოლა“ პირველი არხი – განათლების პირველი და სრულიად ორიგინალური პროექტია, რომელსაც მოკლე დროში საერთაშორისო აღიარებაც კი მოჰყვა. ეს არის პროექტი, რომელიც დღითიდღე იხვეწება.
„ტელესკოლა“ – როგორ გაჩნდა, როგორ ვითარდება და რა იქნება ხვალ?
„პიკის საათის“ განახლებული რუბრიკა „პროფესიონალი“ ისეთ ადამიანებს შეგახვედრებთ, რომელთა ძალისხმევა არა მხოლოდ დღევანდელობით ფასდება. მოისმინეთ და დააფასეთ ისინი!
რესპონდენტი: თამარ ციციშვილი – „ტელესკოლის“ პროდიუსერი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: