„ბავშვები გენიოსები არიან… სულ მინდოდა ბავშვებთან ერთად მემუშავა. მგონი ოცნება, თვალსა და ხელს შუა, შემომესრულა“ – ამბობს ადამიანი, რომელმაც შვილთან ურთიერთობის არაერთი გადამდები მაგალითი გვაჩვენა და ისეთი ნეოლოგიზმებიც კი შექმნა, როგორიცაა, მაგალითად – შვილმამობა.
სტუმარი: გიორგი ლიპარიშვილი – მეექვსე საავტორო სკოლის მოსწავლებელი (დიახ, მოსწავლებელი).