14 თებერვალს, რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე, კულტურის სამინისტროს დაფინანსებით გადაღებული ფილმის „მუშკეტერის თბილისი“ პრემიერა შედგება.
ფილმი გადაღებულია ალექსანდრე დიუმას ნაწარმოების „მოგზაურობა კავკასიაში“ მიხედვით და მასში ალექსანდრე დიუმას როლს მსახიობი ნიკოლოზ ქაცარიძე ასრულებს. „მუშკეტერის თბილისი“ ნიკა ქაცარიძის უკანასკნელი ფილმია.
ფილმის რეჟისორი და სცენარის ავტორია გიორგი ჭუმბურიძე, გრაფიკოსი – რატი დაბრუნდაშვილი, კოსტიუმების მხატვარი – სოფო იოსებიძე, მხატვარი – ზალიკო სულაკაური, ხოლო მუსიკის ავტორები – ნინო ბერიანიძე და გიორგი კვალიაშვილი.
სატელეფონო ჩართვა: გიორგი ჭუმბურიძე – რეჟისორი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: