პიკის საათი - „პრეისტორიული კლდის ხელოვნება ევროპასა და საქართველოში“
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, 16-17 ივლისს საქართველო საერთაშორისო სიმპოზიუმს „პრეისტორიული კლდის ხელოვნება ევროპასა და საქართველოში“ უმასპინძლებს.
სამეცნიერო ფორუმის მსვლელობისას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო სიმპოზიუმის მონაწილეებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პეტროგლიფებთან მიმართებით შემუშავებული მისიის შინაარსს და წარმოებული არქეოლოგიური ექსპედიციის უახლეს შედეგებს გააცნობს.
სატელეფონო ჩართვა: ნიკოლოზ ანთიძე – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი.