„მე პონტოელი ბერძენი ვარ. სამშობლოდან, შავი ზღვისპირა ქალქიდან საუკუნეების წინ გამოდევნილი….“ – ასე იწყებს წინაპრების ნაკვალევზე მიმავალი დიანა ანფიმიადი თხრობას მარიამ სამუშიას ფილმისთვის.
ფილმი მომზადებულია პროექტის „მრავალფეროვნების სახეები“ ფარგლებში. „მრავალფეროვნების სახეები“კი ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის (TDI) პროექტია. ამ მულტიმედია პლატფორმის მიზანი საქართველოს რელიგიური და ეთნიკური მრავალფეროვნების წარმოჩენაა, რაც თავის მხრივ მოკლე დოკუმენტურ ფილმებადაც მზადდება.
სტუმარი: მარიამ სამუშია – რეჟისორი
წამყვანი: ნიკა ლობილაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
