პიკის საათი - პიტერ გოლდის ლექცია - „მუსიკა ნავაჰოს ტომის ინდიელების კულტურაში“
პიკის საათი - პიტერ გოლდის ლექცია - „მუსიკა ნავაჰოს ტომის ინდიელების კულტურაში“

 

საქართველოში სტუმრად იმყოფება ამერიკელი ეთნომუსიკოლოგი და ანთროპოლოგი პიტერ გოლდი, რომელმაც 50 წლის წინ, თურქეთში, ქართული ეთნომუსიკა შეისწავლა. მოგვიანებით, 1972 წელს, ექსპედიციის მასალების მიხედვით, შედგა  ხმოვანი ანთოლოგია „ქართული ხალხური მუსიკა თურქეთიდან“. წელს კი, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, წარადგინეს ახალი წიგნი სახელწოდებით „ქართული მრავალხმიანობა დასავლეთ თურქეთში: პიტერ გოლდის ნაკვალევზე”

პიტერ გოლდი  ორშაბათს, 3 დეკემბერს, 17:00 სთ-ზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის 425-ე აუდიტორიაში ჩაატარებს ლექციას: „მუსიკა ნავაჰოს ტომის ინდიელების კულტურაში“

სტუმრები: პიტერ გოლდი – ამერიკელი ეთნომუსიკოლოგი და ეთნოლოგი,

თეო ლომსაძე – ეთნომუსიკოლოგი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის სპეციალისტი.

ბექა ბერულავა – თარჯიმანი.