საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრი, რუსთაველის 37 ნომერში არსებულ დროებით სივრცეში, 56-ე სეზონს ხსნის და გეპატიჟებათ სპექტაკლზე „ნატვრის ხე.“ ეს არის პანტომიმის სახელმწიფო თეატრისა და რომა რცხილაძის თანამშრომლობით შექმნილი სპექტაკლი ორიგინალური მუსიკით. პანტომიმის თეატრის დასი ადამიანების ოცნებებზე სხეულის ენით საუბრობს.
ჩანაწერში საუბარია თეატრის ახალ სივრცეზე, რომელიც ლისზე შენდება. ეს იქნება მულტიფუნქციური საერთაშორისო კულტურული ცენტრი, სადაც მარსელ მარსოს, ჩარლი ჩაპლინის, დე ბიუროს, ტომაშევსკის, ვლადისლავ ფიალკას და, რა თქმა უნდა, ამირან შალიკაშვილის პლასტიკის სკოლა იქნება პრიორიტეტული.
სტუმარი: ამირან შალიკაშვილი – საქართველოს პანტომიმის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: