სამყარო პანდემიის დროსაც თავის ჩვეულ წლიურ ციკლს მისდევს და, ამასობაში, საქართველოს კუთხეებს გაზაფხულიც შემოეპარა.
რეპორტაჟი სილაღეშენარჩუნებული და მიწის სურნელით გაჟღენთილი კახეთიდან და სურნელოვანი გზავნილი ხევსურეთიდან – ასკილის პატარა რტოს, ნეკერჩხლის სალათისფერი ყვავილის, ტყის იებისა და ფურუსულების თაიგულით!
რესპონდენტები: სოლომონ გოგაშვილი – ანსამბლ „ჩვენებურების“ ხელმძღვანელი; ლელა გაბური – ექიმი; პოეტი.
ავტორი: ელენე ტუშური.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: