მუსიკოსი, რომელმაც პანდემიის გამო საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტების შეფერხების მიუხედავად შემოქმედებითად ნაყოფიერი პერიოდი გაიარა საქართველოში. დისტანციური პედაგოგიური პრაქტიკა კონსერვატორიაში, მაია ბარათაშვილთან ერთად ჩაწერილი დისკი, ქართველი კომპოზიტორების მუსიკის მიხედვით მომზადებული პროექტი გიორგი მიქაძესთან ერთად, საავტორო პროექტი კახა ჯაგაშვილთან ერთად, ავსტრალიელ საქსაფონისტსა და იმპროვიზატორ დენი ჰილისთან ჩაწერილი კომპოზიცია და კონცერტები ღია ცის ქვეშ – ასეთია გიორგი მელიქიშვილის ამბავი.
ჩანაწერში მოისმენთ ჯგუფის „Sonus“ (ლათ. ბგერა) მიერ 2020 წლის 9 სექტემბერს შესრულებული კომპოზიციის „Tutu“ ლაივ-ჩანაწერს.
სტუმარი: გიორგი მელიქიშვილი – მუსიკოსი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: