3 ივლისს ოთარ რამიშვილის საღამო ხაშმში შედგება. ღონისძიების მიზანი პოსტპანდემიურ პერიოდში შიდა ტურიზმის მხარდაჭერა, ასევე რთულ მდგომარეობაში მყოფი შოუ-ბიზნესის წარმომადგენელთა თანადგომაა. ღონისძიებაში მონაწილეობენ: მიშა რამიშვილი, ტრიო „სიმი“, ზაზა მამალაძე, ზვიად ბოლქვაძე, ლიზა რამიშვილი, ბაჩო რამიშვილი, ლაშა რამიშვილი, ცირა კობიაშვილი, მერაბ ვარდოსანიძე, ლევან ჩხაიძე და გია ბარათაშვილი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: