1970 წელს ქართველი მწერალი ოთარ ჩხეიძე ჩარლზ დიკენსის საქციელს გაიმეორებს და მწერალთა სასახლეში, ორი დღის განმავლობაში წაიკითხავს რომანს, რომლის დაბეჭდვასაც საბჭოთა გამომცემლობები უარობენ.
„ოთარ ჩხეიძის „ბორიაყი“ 1974 წელს გამოქვეყნდა. ამ დროს თითქოს უკვე მიმცხრალია საბჭოური რეპრესიები, უფრო სწორად, სიკვდილით აღარ უსწორდებიან თავისუფალ სიტყვას, მაგრამ მაინც ძალიან სახიფათოა 1924 წლის აჯანყებაზე წერა, მეოცე საუკუნის ოციანი წლების სრული და ობიექტური სურათის აღდგენა“ – გიორგი ლობჟანიძე.
სტუმარი: როსტომ ჩხეიძე – მწერალი; მკვლევარი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: