8 მაისს ქუთაისის მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა ლეო გაბრიაძის ანიმაციით „ჰარი ჰარალე დედაო.“ ფესტივალის საპატიო პრიზი, პირველი „ოქროს დინოზავრი“ ლეგენდარულ რეზო გაბრიაძეს გადაეცა!
ფესტივალის ქართული და უცხოური პროგრამის ჩვენება კინოთეატრ „საქართველოში“ 11 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. ფესტივალის საზეიმო დახურვა კი 12 მაისს შედგება ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრში.
სატელეფონო ჩართვა: ნინო მხეიძე – კინომცოდნე, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ფესტივალის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: