პიკის საათი - ონლაინ ლიტერატურული ფესტივალი ფრანგულენოვანი აუდიტორიისთვის
3-5 დეკემბერს მწერალთა სახლის ორგანიზებით, ფესტივალი „მოგზაურობა კავკასიაში – საქართველო“ გაიმართება. ფესტივალი 2021 წელს საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ბოლო ღონისძიება იქნება, რომელსაც მწერალთა სახლი განახორციელებს. პროექტი ასევე ეძღვნება საქართველო-საფრანგეთის 100-წლიანი ურთიერთობის ისტორიასა და ქართული ემიგრაციის პირველ ტალღას.
სამი დღის განმავლობაში დაგეგმილი ღონისძიებების მონაწილეები არიან მწერლები, რეჟისორები, მხატვრები, მეცნიერები და მუსიკოსები საქართველოდან და საფრანგეთიდან: ლია სტურუა, ბესიკ ხარანაული, ლევან ბერძენიშვილი, ლანა ღოღობერიძე, ლაშა ბუღაძე, ბასა ჯანიკაშვილი, ეკა სირაძე, ანა ჭეიშვილი, ბაჩანა ჩაბრაძე, მაკა კასრაძე, ნინო კირთაძე, გელა წულაძე, ეკა ენუქიძე, ზაზა შენგელია, მებო ნუცუბიძე, ბერნარ უტიე, გზავიე მოტე, ფრანსუა მერე, იზაბელ რიბადო დიუმა, ანე კოლდეფი ფოკა, პიერ გიგი და მაია ვარსიმაშვილი-რაფაელი.
სატელეფონო ჩართვა: ნინო ნადიბაიძე – „მწერალთა სახლის“ ლიტერატურული პროექტების მენეჯერი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: