პიკის საათი - ნინო სადღობელაშვილი სტოკჰოლმის საბავშვო წიგნის კვირეულზე
12-16 ნოემბერს, შვედეთში, სტოკჰოლმის საერთაშორისო ბიბლიოთეკის ეგიდით, საბავშვო წიგნის კვირეული მიმდინარეობს. ღონისძიებაში ქართველი ავტორი ნინო სადღობელაშვილიც მონაწილეობს.
12 ნოემბერს, სტოკჰოლმის ბიბლიოთეკაში, ეთიოპიელმა, ავღანელმა, იორდანიელმა და ქართველმა მწერლებმა საკუთარი საბავშვო წიგნები წარუდგინეს მსმენელს და მკითხველს.
კვირეულის ფარგლებში, 14 ნოემბერს, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ნინო სადღობელაშვილი ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.
შესახსენებთ, რომ 14 ნოემბერი შვედი საბავშვო მწერლის ასტრიდ ლინდგრენის დაბადების დღეა
სატელეფონო ჩართვა სტოკჰოლმიდან: ნინო სადღობლაშვილი – მწერალი, პოეტი.