რუსთაველის თეატრის მსახიობი ნიკა ქაცარიძე იუბილარია.
დაიბადა 1978 წელს. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი. რუსთაველის თეატრის მსახიობია 2005 წლიდან.
რუსთაველის თეატრის სცენაზე განსახიერებული როლები:
სერ ტობიბელჩი (შექსპირი ,,შობის მეთორმეტე ღამე ანუ როგორც გენებოთ’’, რეჟისორი _ რ. სტურუა),
ხელოსანი (დ. კლდიაშვილი ,,დარისპანის გასაჭირი”, რეჟისორები _ რ. სტურუა, ზ. პაპუაშვილი),
დაცვის ბიჭი – ენრიკო (ლ. ბუღაძე ,,ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და . . . პრეზიდენტი’’, რეჟისორი _ რ. სტურუა) , მეფე (არჩილ სულაკაური ,,სალამურა”, დამდგმელი რეჟისორი _ რ. სტურუა, რეჟისორები _ რ. ჩხაიძე, დ. კვირცხალია),
მოკარნახე (ნ. იორდანოვი ,,გონზაგოს მკვლელობა’’, რეჟისორი _ გ. გოშაძე),
ნიკოლა (ჟ. დელი, ჟ. სიბლეირასი “გაუმარჯოს ბუშონს”, რეჟისორი _ ი. ბაკურაძე),
მეფარნე (ა. დესენტ-ეგზიუპერი “პატარა უფლისწული”, რეჟისორი _ გ. თოდაძე).
მედუქნე (თომას ბერნჰარდი “სანახაობის მომწყობი – Der Theatermacher”, რეჟისორი – ქრისტიან პაპკე)
მონაწილეა სპექტაკლებისა ,,მალე მოვალ წვიმად”, “ჯადოსნური ღამე”
სტუმარი: ნიკა ქაცარიოძე – მსახიობი