პიკის საათი - მწერალთა სახლის სარეზიდენციო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
მწერალთა სახლის სამეთვალყურეო საბჭომ გამოავლინა სარეზიდენციო პროგრამის გამარჯვებულები. 2020 წლის 1 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით, მწერალთა სახლის რეზიდენციაში იცხოვრებენ: მწერალი არჩილ ქიქოძე, მთარგმნელი ქეთი ქანთარია, მთარგმნელი გია ბერაძე, მწერალი კატო ჯავახიშვილი, მწერალი აბო იაშაღაშვილი, მწერალი დათი აბადალაშვილი და მწერალი ნინია სადღობელაშვილი.
მწერალთა სახლის რეზიდენციაში ისინი ტექსტებსა და თარგმანებზე იმუშავებენ.
მწერალთა სახლი უნზრუნველყოფს გამარჯვებული რეზიდენტების ფინანსურ მხარდაჭერას, მწერალთა რეზიდენციაში ცხოვრებას, კვებას, სტიპენდიას 1000 ლარის ოდენობით.
სარეზიდენციო პროგრამის დასრულების შემდეგ მწერალთა სახლში გაიმართება შემაჯამებელი საღამო
სატელეფონო ჩართვა: ნატა ლომოური – მწერალთა სახლის დირექტორი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: