პიკის საათი - „მუსიკალური ქარავანი“
პიკის საათი - „მუსიკალური ქარავანი“

გემოვნებიანი და მაღალი ხარისხის მუსიკა, ტრადიციული სამზარეულო და ტურიზმი, ამ ყველაფერს „მუსიკალური ქარავანი“ გააერთიანებს, რომელიც მუსიკოს ნინო ბაშარულის ახალი პროექტია.

პროექტის მიხედვით საქართველოს ყველა რეგიონში ტურისტული ღონისძიებები მუსიკოსებთან ერთად გაიმართება.

პირველი ტურიც უკვე ჩანიშნულია და სიმღერ-სიმღერით გაუყვებიან გზას სამცხე-ჯავახეთისკენ, სადაც ვიზიტორებს დაუვიწყარი დღეები ელით.

მუსიკალურ ქარავანში ჩაბმა ყველა მსურველს შეეძლება.

რესპონდენტი: ნინო ბაშარული – მუსიკოსი; პროექტის ავტორი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: