პიკის საათი - მოზაიკური პანო სოფელ ციხისძირში
პიკის საათი - მოზაიკური პანო სოფელ ციხისძირში

მეგობრებთან ერთად გადაწყვიტა ქართული მოზაიკის განვითარებისა და მხარდაჭერის ფონდი „რიბირაბო“ დაეფუძნებინა და საქართველოს ტერიტორიაზე მოზაიკის ნიმუშების აღწერა დაეწყო. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში დაიგეგმა ყველაზე გამორჩეული ნიმუშების რესტავრაცია-კონსერვაციის საკითხიც.

ანანურთან ახლომდებარე სოფელ ციხისძირის ავტობუსის გაჩერების მოზაიკური პანოს აღდგენის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. ფილები სრული ტექნოლოგიური პროცესის გულმოდგინედ დაცვით და მოზაიკის ავტორის, ქართველი გრაფიკოსის ზურაბ კაპანაძის ორიგინალური ესკიზების მიხედვით დამზადდა.

რესპონდენტი: ნატალია ამირეჯიბი – ქართული მოზაიკის განვითარებისა და მხარდაჭერის ფონდ „რიბირაბოს“ თანადამფუძნებელი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: