„ვინ არის ჩემთვის მიხეილ თუმანიშვილი?“ – ეს კითხვა დაუსვა საკუთარ თავს და საარქივო ჩანაწერებზე მუშაობამ პასუხიც განაპირობა – მოაზროვნე!
„მოაზროვნე“ ასე დაერქვა გიორგი სიხარულიძის დოკუმენტურ ფილმს, რომელიც მიხეილ თუმანიშვილისა და რევაზ ლაღიძის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.
ფილმი აგებულია მიხეილ თუმანისვილის ენით; საფიქრალითა და სათქმელით, რასაც რეალურ დროში ქართველი ხელოვანები და საზოგადო მოღვაწეები გადმოსცემენ. ფილმის იდეა პანდემიამ განაპირობა, რადგან 2021 წელს ამ ორი ხელოვანის საიუბილეო თარიღი სათანადოდ ვერ აღინიშნა.
სტუმარი: გიორგი სიხარულიძე – რეჟისორი, პედაგოგი, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: