ნიკუდა, ილურები, თურსიხა, ნაქო, ოკალა და ესტო – თუ ეს სახელები არაფერს გეუბნებათ, გამოდის, რომ ეს ჩანაწერი სწორედ თქვენთვისაა! დათო სიმონიას ფოტოზღაპრებმა, რომლითაც ავტორი მფარველი სულების, დემონების, ღმერთებისა და ფანტასტიკური არსებების შესახებ შეთხზულ ისტორიებს გვიამბობს, გამოჩენისთანავე არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია.
სტუმარი: დათო სიმონია – კინომცოდნე; გრაფიკული დიზაინერი.