პიკის საათი - მიხეილ კობახიძის საიუბილეო საღამო პარიზში
პიკის საათი - მიხეილ კობახიძის საიუბილეო საღამო პარიზში

19 ივნისს, პარიზის ,,სინემატეკში“ ქართველი რეჟისორის, მიხეილ კობახიძის საიუბილეო წლის ფარგლებში, რეჟისორის ფილმების ჩვენება შედგა. საღამოზე დასასწრებად საქართველოდან მიწვეულები იყვნენ  ვახო ვარაზი და ირაკლი სოლომანაშვილი. საღამოზე, რომელმაც ანშლაგით ჩაიარა, მაყურებელმა მიხეილ კობახიძეზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი „დაკარგული „რვანახევარი“ იხილეს.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს მიხეილ კობახიძე 80 წლის გახდა.

სატელეფონო ჩართვა პარიზიდან: ლაშა ოთხმეზური – რეჟისორი დოკუმენტური ფილმისა „დაკარგული „რვანახევარი“.