უახლესი ისტორიის ცენტრი მერაბ კოსტავას უცნობი ინტერვიუს საჯარო ჩვენებაზე გეპატიჟებათ. ინტერვიუ მერაბ კოსტავასთან ისტორიკოსმა ლოვარდ ტუხაშვილმა ჩაწერა. 55 წუთიან ჩანაწერში საუბარი საქართველოს მდგომარეობაზე, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის შიგნით მიმდინარე პროცესებზე და იმ სამომავლო გეგმებზე, რომელიც მერაბ კოსტავას ჰქონდა დასახული.
სიუჟეტში ინტერვიუდან ამონარიდების მოსმენის საშუალებაც გექნებათ.
რესპონდენტი: გიორგი არქანია – ისტორიკოსი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.