15-16 დეკემბერს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი მასწავლებელთა მეექვსე ეროვნულ კონფერენციას გამართავს სახელწოდებით „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციები სკოლაში“. კონფერენციის მიზანია მასწავლებელთა საუკეთესო გამოცდილებისა და პრაქტიკის გაზიარება და ცნობიერების ამაღლება ფორმალური და არაფორმალური განათლების მიმართულებით.
სტუმრები: ნათია ნაცვლიშვილი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დემოკრატიული კულტურის და ადამიანის უფლებების სწავლების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერი, დავით მალაზონია – ილიაუნის პროფესორი.