სკოლის დამთავრების შემდეგ ანა სწავლას გერმანიაში გააგრძელებს. მან იცის, რომ ამ ქვეყანაში სწავლა უფასოა, სწავლის დონე კი – მაღალი. ანა ბიოლოგობაზე ოცნებობს. მას კვლევები და აღმოჩენები იზიდავს. ის შესანიშნავად ფლობს გერმანულ ენას, მოსწონს მისი რთული ჟღერადობა და გრამატიკა.
სტუმარი: ანა თოიძე – მეექვსე საავტორო სკოლის XII კლასის მოსწავლე; გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებული, ბიოლოგიის 29-ე საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადის ბრინჯაოს მედლის მფლობელი.