18 მაისიდან მსოფლიოში ცნობილი კულინარიული შოუ „მასტერშეფი“ იწყება. პროექტი კულინარიით დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს, საკუთარი რეცეპტები მაყურებლებს გაუზიაროს, კულინარიულ შეჯიბრში ჩაერთოს და ქვეყნის პირველი მზარეულის წოდებისთვის იბრძოლოს. მათ მიერ მომზადებულ კერძებს გამოცდილი შეფმზარეულები შეაფასებენ.
სტუმრები: ლუკა ნაჭყებია, კონსტანტინე თედელური , ლევან კობიაშვილი – ,,მასტერშეფის“ ჟიურის წევრები.