- 31 მაისს ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლ „მართვეს“ 44 წელი შესრულდა. წელს, პირველად, ანსამბლი დაბადების დღეს მისი დამაარსებლისა და სულის ჩამდგმელის ანზორ ერქომაიშვილის გარეშე ხვდება. დილიდანვე სიონის ტაძარში ანზორ ერქომაიშვილისა და „მართვეს“ გარდაცვლილი წევრების სულის მოსახსენიებელი პარაკლისი შედგა.
- 31 მაისს არტოს ბაღში ანზორ ერქომაიშვილის ხსოვნის საღამო გაიმართება, რომელსაც მიშო ჯავახიშვილი გაუძღვება.
სტუმრები: ვალერი ქუტიძე, სულხან ნინიძე, ვახტანგ ლაშხი და გიორგი გუჯაბიძე – „მართვეს“ პირველი თაობის წევრები
სატელეფონო ჩართვა: მიშო ჯავახიშვილი – ანსამბლ „მართვეს“ სამხატვრო ხელმძღვანელი
წამყვანი: ნიკა ლობილაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: