ხელოვანი, რომელიც ორიგინალური კონცეფციით ცდილობს აუდიტორიასთან ურთიერთობას.
„მხოლოდ სუბტროპიკული წვიმები ჩააქრობენ ვულკანებს“ – ეს გზავნილია მასთან შესახვედრად.
„ხანდახან დამშრალი შადრევნებიც ამოხეთქავენ“ – ეს კი ის მოსაწვევი, რომელიც The Why Not Gallery-ში მხატვარ მარიამ აქუბარდიას პირველ პერსონალურ გამოფენაზე გიწვევთ. სერიის შთაგონება საბჭოთა სანატორიუმები გახდა, როგორც ერთგვარი ანთროპოლოგიური კვლევის საგანი, ფუკოსეული ჰეტეროტოპია, მაგრამ ამავდროულად ემოციურად ძალიან ახლო და მნიშვნელოვანი ხელოვანისთვის.
სტუმრები: მარიამ აქუბარდია – მხატვარი,
ელენე კაპანაძე – The why not gallery-ის კურატორი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: