პიკის საათი - მალე! - ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევი“ ქართულად!
პიკის საათი - მალე! - ჯალალ ედ-დინ რუმის „არსთა მესნევი“ ქართულად!

„არა მხოლოდ მეტრფე დაეძებს სატრფოს, არამედ სატრფოც ეძებს მეტრფესჯალალ ედ-დინ რუმის ეს ფრაზა ზედმიწევნით მიესადაგება გიორგი ლობჟანიძისა და არსათა მესნევის ამბავს, რომელსაც დიდი ხნის ისტორია აქვს და, პრაქტიკულად, მთარგმნელის ბავშვობიდან იწყება. თავად ჯალალ ედ-დინ რუმის მიაჩნდა, რომ „არსთა მესნევი,“ რომელიც აქამდე ითარგმნებოდა როგორც „ზნეობრივი მესნევი,“ ყურანის დაფარულ საზრისს გადმოსცემდა. შესაბამისად, ამ ტექსტის ადექვატურად გადმოცემა მთარგმნელისაგან სათანადო გააზრებას მოითხოვს.

სპარსული მისტიკური პოეზიის მწვერვალი „არსთა მესნევი ის ნაწარმოებია, რომლის თარგმნაც ნებისმიერი ქვეყნის სალიტერატურო ყოფაში მოვლენად უნდა იქცეს!

ეს ის ნაწარმოებია, რომელსაც მკითხველიც მომზადებული უნდა მიეახლოს!

სტუმარი: გიორგი ლობჟანძე – მთარგმნელი.

წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: