პიკის საათი - მაია ბარათაშვილი უკრაინისთვის
პიკის საათი - მაია ბარათაშვილი უკრაინისთვის

3 აპრილს Silk Factory Studio მაია ბარათაშვილის საქველმოქმედო კონცერტს მასპინძლობს. მუსიკოსი ამ საღამოსთვის ჩვეული ენთუზიაზმით ემზადება. მასთან ერთად სცენაზე ვიხილავთ მომღერლის შემოქმედებით პარტნიორებს, ვისთან ერთადაც ასეთი საპასუხისმგებლო განაცხადისთვის მზადება ხარისხთან ასოცირდება.

„დარწმუნებული ვარ, რომ არცერთ დედას შვილის სასაკლაოზე გაშვება არ უნდა… კონცერტს დავასრულებთ უკრაინული სიმღერით „Пісня про мати“, რაც ზუსტად გამოხატავს კონცერტის იდეას“მაია ბარათაშვილი.

ორგანიზატორების გადაწყვეტილებით თბილისში ჩამოსული უკრაინელები საღამოს უფასოდ დაესწრებიან. კონცერტიდან შემოსული თანხა კი სრულად მოხმარდება ომით დაზარალებული მოქალაქეების საჭიროებებს.

სტუმარი: მაია ბარათაშვილი – მუსიკოსი; „თბილისის ბიგ-ბენდის“ სოლისტი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: