პიკის საათი - „ლუჩიას ოთახის“ წარმატება BLOOMSDAY FILM FESTIVAL 2022-ზე
- „ჯეიმზ ჯოისმა ერთ დროს ჩვეულებრივი ქალაქი კოსმოპოლიტურ ქალაქად აქცია. ეს ქალაქი ყველას ქალაქი გახდა“ – დავით მაზიაშვილი.
16 ივნისს დუბლინში ტრადიციულად აღინიშნება ბლუმის დღე. წელს მთელი მსოფლიო დუბლინელებთან ერთად აღნიშნავს „ულისეს“ საუკუნოვან ისტორიას. საყურადღებოა, რომ ამ დღეს წინ უსწრებდა ფილმ-ბალეტის„ლუჩიას ოთახი“ წარმატება BLOOMSDAY FILM FESTIVAL 2022-ზე ჯეიმზ ჯოისის ცენტრში. ფესტივალზე მიიწვიეს ფილმის ავტორები მარიამ ალექსიძე და დავით მაზიაშვილი და ლუჩიას როლის შემსრულებლი, გამორჩეული მოცეკვავე მარიამ დარჩია.
სატელეფონო ჩართვა დუბლინიდან: დავით მაზიაშვილი – ფილოლოგიის დოქტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ოქსფორდის უნივერსიტეტის მოწვეული მკვლევარი, ლიტერატურათმცოდნე
წამყვანი: ნიკა ლობილაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: