პიკის საათი - „ლუჩიას ოთახი“ - მონო-ბალეტის პრემიერა დისტანციურ ფორმატში
თანამედროვე მონო-ბალეტი „ლუჩიას ოთახი“ აგებულია XX საუკუნის უდიდესი მწერლის ჯეიმზ ჯოისის სხვადასხვა ნაწარმოებისა და პირადი წერილების ტექსტებზე. ლუჩია ჯოისი – ჯეიმზ ჯოისის ქალიშვილი, ტალანტით დაჯილდოებული მოდერნის მოცეკვავე, რომელმაც მთელი თავისი ზრდასრული ცხოვრება საზოგადოებისგან იზოლაციაში გაატარა, თავისი მისტიკური პიროვნებითა და დრამატული ამბით განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს პირადი სივრციდან, ბინიდან, ჩანაფიქრის ვირტუალურ სამყაროში გაზიარების ფორმატისათვის.
სტუმარი: მარიამ ალექსიძე – მოცეკვავე, პედაგოგ-რეპეტიტორი, ქორეოგრაფი; გიორგი ალექსიძის სახელობის კამერული დასის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ სამხატვრო ხელმძღვანელი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: