2021 წელი ლიტერატურული პრემია „ამირანის“ მესამე საკონკურსო წელია. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების IX-XII კლასების მოსწავლეებს, რომელთაც შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი ნამუშევრები წარმოადგინონ შემდეგ ნომინაციებში: პოეზია, პროზა, თარგმანი.
ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის1 მაისი. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ნაშრომები მიიღება ელექტრონულ მისამართზე: [email protected]
პოეტის, მთარგმნელის, მეექვსე საავტორო სკოლის დამფუძნებლისა და პედაგოგის პაკო ამირან სვიმონიშვილის სახელობის საყმაწვილო ლიტერატურული პრემია „ამირანი“ 2014 წელს დაარსდა. კონკურსის მიზანი შემოქმედებითი ნიჭის მქონე ახალგაზრდების გამოვლენა, მათი კულტურულ და ლიტერატურულ პროცესებთან დაახლოება, პიროვნული და შემოქმედებითი წინსვლის მხარდაჭერაა.
სტუმარი: კაკი კენჭოშვილი – მე-6 საავტორო სკოლის გერმანული ენის კათედრის გამგე; პრემია „ამირანის“ იდეის ავტორი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: